საზოგადოება
    2026-07-16 | 05:26

    ანონსი - 16 ივლისი

    ანონსი - 16 ივლისი

    11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება.

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ალეკო ელისაშვილის ადვოკატები გიორგი რეხვიაშვილი და არჩილ ჩოფიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

    თემა: „რატომ გადადო სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით „ძაღლების საქმეზე" სასამართლო განხილვები არარსებული მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე?

    სად არიან „ძაღლების საქმის“ მთავარი მოწმე ძაღლები და რატომ ვეღარ აგრძელებს პროკურატურა და სასამართლო პროცესს, რომელიც საგანგებოდ იკერებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ?“

    16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.