საზოგადოება
    2026-07-17 | 12:05

    საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

    საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

    2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

    საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.

    „საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე. რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.