დღის კალენდარი - 20 ივლისი
წლის 201-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 164 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა თომა მალეელისა (X); დიდმოწამისა კვირიაკია ნიკომიდიელისა (IV); ღირსისა აკაკი მორჩილისა, სინელისა, „კლემაქსსა“ შინა მოხსენიებულისა (VI); მოწამეთა: პერეგრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნილესი და გერმანესი (II); ღირსმოწამისა ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონაზონისა (290); მოწამისა ევანგელესი (III-IV).
ღირსი მამა თომა მალეინი ბერად კურთხევამდე სარდალი იყო. თომა გულითა და სულით ღმრთისკენ მიისწრაფვოდა და მალე დატოვა ამქვეყნიური სიამენი და ბერად აღიკვეცა.
თომა დიდი თავმდაბლობით მიდიოდა ბერ-მონაზვნებთან და სთხოვდა მათ ხელმძღვანელობა გაეწიათ მისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ მას განმარტოებით ცხოვრება და მეუდაბნოეს ღვაწლი დაულოცეს. თვით ღმერთის წმიდა წინასწარმეტყველმა ილიამ მიანიშნა მას წასულიყო მელეის მთაზე (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი). სრულ სიმარტოვეში მყოფი წმიდა თომა უხილავ დუშმანს ისეთივე გულოვნებითა და შეუდრეკელობით ებრძოდა, როგორც ადრე — სამშობლოს მტერს.
წმიდა მოწამენი პერეგრინე, ლუკიანე, პომპი, ისიხი, პაპი, სატორნინე და გერმანე ტომით იტალიელნი იყვნენ. ისინი ქრისტესათვის ევნენ იმპერატორ ტრაიანეს ზეობისას ქალაქ დირაქიაში, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
წმიდა მოწამე კვირიაკია ქრისტესათვის ევნო დიოკლეტიანეს დროს ნიკომიდიაში. იგი მართლმორწმუნე ქრისტიანთა დოროთესი და ევსევიას შვილი იყო. მშობლებმა ღმერთს შეუთქვეს, რომ ქალიშვილს მას მიუძღვნიდნენ.
დაიბადნენ:
1304 — ფრანჩესკო პეტრარკა, აღორძინების ხანის დიდი იტალიელი პოეტი. გარდაიცვალა 1374 წელს.
1757 _ გარსევან ჭავჭავაძე, პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. გარდაიცვალა 1811 წელს.
1851 _ სოფრომ მგალობლიშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1925 წელს.
1895 — იგორ ტამი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1971 წელს.
1905 _ ნიკო სამადაშვილი, პოეტი. გარდაიცვალა 1963 წელს.
1938 _ ასლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური.
1964 _ ლევან გაჩეჩილაძე, პოლიტიკოსი. გარდაიცვალა 2025 წელს.
გარდაიცვალნენ:
1980 - ლადო გუდიაშვილი, ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1990 — სერგო ფარაჯანოვი, ცნობილი კინორეჟისორი, წარმოშობით თბილისელი.
მოვლენები:
1837 წელი – ლონდონში პირველი რკინიგზის სადგური გაიხსნა.
1885 წელი – ინგლისში პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდა.
1969 წელი — კოსმოსური ხომალდის აპოლონ-11-ის დასაშვები აპარატი `იგლ~ 20.17 საათზე მთვარეზე დაჯდა. დაახლოებით 8 საათის შემდეგ პირველმა ადამიანმა ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა ფეხი დააბიჯა დედამიწის თანამგზავრზე.
1975 წელი — 11-თვიანი მოგზაურობის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური ხომალდი „ვიკინგ 1“ მარსზე დაჯდა.
ღირსსახსოვარი დღეები:
ჭადრაკის საერთაშორისო დღე.
ნიკარაგუა _ რევოლუციის დღე.
იაპონია _ ზღვის დღე.