ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi 2026-ს დაესწრო
თბილისმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვან, iGaming, Sport და Tech კონფერენციას -- SBC Summit Tbilisi -- უმასპინძლა. ღონისძიება 15-16 ივლისს, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გაიმართა. საერთაშორისო მნიშვნელობის ბიზნესფორუმმა სპორტის, ტექნოლოგიებისა და iGaming ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანა. მასში მონაწილეობა 2 500-ზე მეტმა მაღალი რანგის დელეგატმა, 50-მდე საერთაშორისო და ქართული კომპანიის, სპორტის ტენოლოგიებისა და აიგემინგ ინდუსტრიის ლიდერმა, ინვესტორმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა მიიღო.
რიგით მეოთხე SBC Summit Tbilisi 2026 -- ბრიტანული ორგანიზაციის -- SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის -- SMH-ის ორგანიზებით გაიმართა. სამიტის წარმდგენი პარტნიორები EGT Georgia და Amusnet Georgia იყვნენ.
როგორც SMH-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა აღნიშნა, წლევანდელ სამიტზე საქართველოს 44 ქვეყანა სტუმრობდა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყო 15 ქვეყნის რეგულატორი აიგემინგ სექტორიდან.
"SBC Summit Tbilisi დღეს უკვე ევრაზიის ყველაზე მსხვილი სამიტია გეიმინგის, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ სამიტზე მთავარი სპიკერის სტატუსით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფერნანდო მორიენტესი წარდგა. დარწმუნებული ვარ, მისი გამოსვლა წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იქნება და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თბილისის, როგორც საერთაშორისო ბიზნესისა და iGaming ინდუსტრიის მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილის, როლს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხსენებულ ღონისძიებაზე დასწრების სურვილს ასეთი დონის ვარსკვლავები თავად გამოთქვამენ. ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ სპორტის კიდევ არაერთ ვარსკვლავს ველოდებით", -- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.
ფერნანდო მორიენტესმა სამიტის მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება, ლიდერობის პრინციპები, ასევე თანამედროვე ფეხბურთში ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მზარდ როლზე საკუთარი ხედვა გაუზიარა. SBC Summit Tbilisi 2026-ის მთავარ სცენაზე მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ფეხბურთს ტექნოლოგიური პროგრესი, რა გავლენას ახდენს კომერცია სპორტის განვითარებაზე, როგორ იქმნება გამარჯვების კულტურა და რა საერთო პრინციპები აერთიანებს წარმატებულ სპორტულ გუნდებსა და ბიზნესს.
"საქართველოში არაჩვეულებრივად მიმიღეს. ფეხბურთის გულშემატკივრის რანგში აქ პირველად ვიმყოფები. თბილისმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ასეთი სამიტი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით მეტად საინტერესოა. დღეს ფეხბურთი ბევრად უფრო სწრაფი და ტექნოლოგიური გახდა, თუმცა მთავარი, რაც უცვლელი რჩება, ვნება, შრომისმოყვარეობა და გუნდური სულია. წარმატება უდიდესი დისციპლინის ხარჯზეა შესაძლებელი", -- განაცხადა ფერნანდო მორიენტესმა.
მან ქართული ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა.
"საბედნიეროდ, ქართული ფეხბურთი განვითარდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელიც ქართულ ფეხბურთზე ძალიან კარგად საუბრობს. ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც ესპანურ "ვალენსიაში" ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, ის მომავლის ერთ-ერთი დიდი მეკარე იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და ქართული ფეხბურთის მთავარი სახეა", - აღნიშნა ფერნანდო მორიენტესმა.
ფერნანდო მორიენტესის სახელი მსოფლიო ფეხბურთის ოქროს ეპოქას უკავშირდება. კარიერის განმავლობაში მან ევროპის უმაღლეს დონეზე არაერთ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა და პროფესიონალიზმის, სტრატეგიული აზროვნებისა და ლიდერობის სიმბოლოდ იქცა. დღეს კი ის სპორტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციებზე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სპიკერია.