პოლიტიკა
    2026-07-21 | 15:59

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი.

    ამის შესახებ „დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ და პარტია „ახალის" წევრმა გიორგი იმედაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

    „დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის" სპეციალურ მიმართვას უგზავნის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი.

    მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს სპეციალური მიმართვები სირიის პარლამენტისადმი, პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო ცხადი გახდა: ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე, ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ მოკავშირედ აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ექვემდებარება კრემლს, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული“, - ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.