საზოგადოება
    2026-07-22 | 08:13

    დღის კალენდარი - 22 ივლისი

    დღის კალენდარი - 22 ივლისი

    წლის 203-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 162 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება მღვდელმოწამეთა: ბაგრატისა ტავრომენელ ეპისკოპოსისა (I) და კვირილესი ჰორტინელ ეპისკოპოსისა (III-IV); ღირსთა მოწამეთა: პატერმოთესი და კოპრესი და მოწამე ალექსანდრესი (IV). წმიდა თეოდორესი _ ედესელი ეპისკოპოსისა (IX).

    წმიდა მღვდელმოწამე ტავრომენელი ეპისკოპოსი ბაგრატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისას დაიბადა. ბაგრატი ანტიოქიელი იყო. უფლის სახარების შესახებ რომ გაიგო, მამამისმა იგი დიდი მოძღვრის სანახავად იერუსალიმში წაიყვანა. იგი სასწაულებმა შესძრა, ხოლო ღვთაებრივი მოძღვრების შეტყობის შემდგომ მან იწამა ქრისტე, ვითარცა ძე ღვთისა. იგი უფლის მოწაფეებს და მეტადრე წმიდა მოციქულ პეტრეს დაუახლოვდა. მღვდელმთავარი ბაგრატი თავდადებულად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. მან ერთ თვეში ააშენა ტაძარი, სადაც თვითონვე სწირავდა. წმიდა ბაგრატი დიდხანს მშვიდად უძღვებოდა სამწყსოს. ერთხელაც წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ — შესაფერისი დრო შეარჩიეს, თავს დაესხნენ და ჩაქოლეს იგი. ასე მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე მღვდელმთავარმა. წმიდანის ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებენ.

    წმიდა მღვდელმოწამე კვირილე 50 წელიწადი ჰორტინიის ეპისკოპოსი იყო. იგი იმპერატორ დეკოსის დროს ეწამა 85 წლის ასაკში.

    ღირსმოწამენი პატერმოთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე ევნენ იულიანე განდგომილის მეფობისას. პატერმოთე და მისი მოწაფე კოპრე ეგვიპტელი განდეგილები იყვნენ. წმიდანები პატერმოთე და კოპრე მახვილით აჩეხეს.

    ედესის ეპისკოპოსი თეოდორე სირიის ქალაქ ედესში დაიბადა. წმიდანის მთელი სიცოცხლე თავის წმიდანთა გამომაბრწყინებელ უფლის დიადის საქმეების დასტური იყო.

    20 წლისას მშობლები მოუკვდა. მან თავისი მამული უპოვართ დაუტოვა და თავად ღირს მამა საბა ღმრთითშემოსილის ლავრაში ბერად შედგა. 12 წლის თავდადებული ბერული მოღვაწეობისა და 24 წლის დიდი მარხვისა და სრული დახშულობის შემდგომ უფალმა შეუდრეკელ მოსაგრეს ეპისკოპოსობისა და ამა ქვეყნისათვის გზის ნათებისაკენ მოუწოდა. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდგომ ვერ მოიძებნა თეოდორეზე უფრო ღირსეული შემცვლელი და ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქთა და აგრეთვე სამღვდელოებისა და საერო პირთა მოთხოვნით იგი ეპისკოპოსად აირჩიეს.

    დაიბადნენ:

    1596 — მიხაილ რომანოვი, რუსეთის რომანოვების დინასტიის პირველი მეფე. გარდაიცვალა 1645 წელს.

    1878 — იანუშ კორჩაკი, პოლონელი მწერალი, პედაგოგი და ექიმი. გარდაიცვალა 1942 წელს.

    1883 — ბენიტო მუსოლინი, იტალიის ფაშისტი დიქტატორი. სიკვდილით დასაჯეს 1945 წელს.

    1937 — თამარ გაბარაშვილი, მუსიკოსი, კონსერვატორიის პროფესორი.

    გარდაიცვალნენ:

    1796 — დავით ორბელიანი, ერეკლე მეორის სიძე, მეწინავე სადროშოს სარდალი.

    1802 — მარია ბიჩეტი, ფრანგი ანატომი.

    1826 — ჯუზეპე პიაცი, იტალიელი ასტრონომი, აღმოაჩინა მცირე პლანეტა ცერერა.

    1937 - პაოლო იაშვილი, ქართველი პოეტი

    მოვლენები:

    1246 წელი — პირველმა ევროპელმა იტალიელმა მოგზაურმა, 65 წლის ფრანგმა ბერმა ჯოვანი დე პლანო კარპინიმ მიაღწია მონღოლეთის იმპერიის დედაქალაქს.

    1983 წელი —ავსტრალიელმა დიკ სმიტმა დაასრულა მსოფლიოს გარშემო პირველი ფრენა აეროსტატით.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    აზერბაიჯანი —  ჟურნალისტიკის დღე.

    სვაზილენდი — საზოგადოების დღე.