სამართალი
    2026-07-22 | 11:32

    სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

    სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

    სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

    საქმე ეხებოდა შალვა პაპუაშვილზე და ლადო ბოჟაძეზე დაწერილ პოსტებს.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.