სოცმედია
2026-07-23 | 13:25
უკვე დაწერეს ტროლებმა, რომ მკვლელობები დანიაშიც ხდება?! - ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და ივანიშვილი კი იცავს “იმედის” და რუსთავი2-ის” დიქტორების ნაქებ მშვიდობას, სადაც დღევანდელ დაღუპულზეც მხოლოდ “უფალმა აცხონოს” დაწერს შეუგნებელი ბრბო, იმის მაგივრად, რომ პასუხი მოთხოვოს ამ მოძალადეთა ხროვას, რათა ხვალ მაინც ააცილოს თავის შვილს გადაგვარება, ან საერთოდაც განადგურება… უკვე დაწერეს ტროლებმა, რომ მკვლელობები დანიაშიც ხდება?!“