პოლიტიკა
    2026-07-23 | 15:00

    გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

    გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

    გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა“, - წერია ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა.

    მსგავსი სტატიები