პოლიტიკა
    2026-07-23 | 17:52

    რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს? - სალომე ზურაბიშვილი

    რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს? - სალომე ზურაბიშვილი

    რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს? - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

    „გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად შემზარავი და აბსურდამდე მისულია ამ ახალგაზრდა სიცოცხლის ასე ერთი გასროლით მოსპობა. სიტყვები არ ყოფნის და სიტყვების მაგივრად ბრაზი გიპყრობს. რატომ? რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს?

    და გუშინდელ სრულიად განსხვავებულ მოვლენებზე თუ დავფიქრდებით, მათ ერთი რამე აერთიანებს. სამივე შემთხვევაში სამიზნე იუმორია:

    ბავშვები მანქანაში იცინოდნენ! რა გაცინებთო!!! და მოკლეს!

    ჟურნალისტი ირიბი იუმორით აშარჟებს რეპრესიული სქროლვა-სქრინვის სააგენტოს და მის აკრძალვებს. როგორ ბედავო? და დაიჭირეს!

    მსახიობი „სთენდაფზე" აშარჟებს ყველას და ყველაფერს, რამეთუ ირონია არის ფილოსოფიის ნაწილი, სხვა კუთხით სამყაროს დანახვისა და გააზრების საშუალება. და ოთხი კაცი დაესხა თავს!

    ანუ ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკვოს!!!

    რუსის ოცნება!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

    მსგავსი სტატიები