საზოგადოება
    2026-07-27 | 09:58

    დღის კალენდარი - 27 ივლისი

    დღის კალენდარი - 27 ივლისი

    წლის 208-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 157 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოციქულისა აკვილასი, სამოცდაათთაგანისა (I); მოწამისა იუსტოსისა (I); ღირსისა ელიოზ მონაზონისა (IV); ღირსისა ონისიმე საკვირველთმოქმედისა (IV).

    დაიბადნენ:

    1452 — ლუდოვიკო მორო, მილანის ჰერცოგი. გარდაიცვალა 1508 წელს.

    1667 — იოჰან ბერნული, შვეიცარიელი მათემატიკოსი და მექანიკოსი. გარდაიცვალა 1748 წელს.

    1737 — ერიკ ლაქსმანი, შვეიცარიელი მოგზაური. გარდაიცვალა 1796 წელს.

    1798 _ ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი,

    საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარი. გარდაიცვალა 1850 წელს.

    1824 — ალექსანდრე დიუმა-უმცროსი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1895 წელს.

    1835 — ჟოზე კარდუჩი, იტალიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1907 წელს.

    1924 — ოთარ თაქთაქიშვილი, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1989 წელს.

    1937 _ ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვი, მხატვარი. გარდაიცვალა 2002 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1841 — მიხეილ ლერმონტოვი, რუსი პოეტი.

    1844 — ჯონ დალტონი, ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.

    1915  _ ვაჟა-ფშაველა, პოეტი.

    1962 — რიჩარდ ალდინგტონი, ინგლისელი მწერალი.

    მოვლენები:

    1147 წელი — დაარსდა მოსკოვი.

    1713 წელი — რუსეთმა და თურქეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

    1795 წელი — ესპანეთმა და საფრანგეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

    1919 წელი _ რადიოკომპასი პირველად გამოიყენეს საავიაციო ნავიგაციაში.

    1921 წელი _ ბრიუსელში საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი შეიქმნა.

    1948 წელი _ გამოცადეს მსოფლიოში პირველი სამგზავრო რეაქტიული თვითმფრინავის „კომეტის“ საცდელი გაფრენა (ბრიტანული ავიამშენებელი ფირმა „დე ჰავილენდი“).

    1953 წელი _ ვატიკანმა რელიგიური დღესასწაულების დროს ფაბრიკებში მუშაობა აკრძალა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა _ გამარჯვების დღე.

    ვიეტნამი – მსხვერპლთა ხსოვნის დღე.