კომენტარი
    2026-07-29 | 12:16

    გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში -  გიორგი სიორიძე

    გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში -  გიორგი სიორიძე

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან წასვლა კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სისტემური კორუფციის პრობლემის წინაშე დგას.

    „გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე „ფეისბუქის“ პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში,” - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

    მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ხალხის ფულის გაყოფაში“ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ხოლო როდესაც ხელისუფლებაში გადაწყვეტენ, რომ ვინმე უნდა „გაიწიროს“, მას ან თანამდებობას ატოვებინებენ, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.

    სიორიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში სისტემური კორუფცია შექმნა, რომელიც, მისი თქმით, როგორც მაღალი თანამდებობის პირების, ისე სახელმწიფო აპარატის ქვედა რგოლების მონაწილეობით ფუნქციონირებს.

    „ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება. სისტემური კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცვლილებასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

    ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა. რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმიანობას, რომელიც, მისი თქმით, განსაკუთრებულად უყვარს და მისთვის ძვირფასია.

    მსგავსი სტატიები