საზოგადოება
    2026-08-04 | 09:29

    დღის კალენდარი - 4 აგვისტო

    დღის კალენდარი - 4 აგვისტო

    წლის 216-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 149 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება წმიდა მოციქულთასწორ და მენელსაცხებლე მარიამ მაგდალელისა; წმიდა მღვდელმოწამე ფოკას ნაწილთა გადასვენებისა.

    წმიდა მოციქულთა სწორი და მენელსაცხებლე მარიამ მაგდალელი ქალაქ მაგდალაში დაიბადა, რომლის სახელიც საუკუნოდ შევიდა სახარების ისტორიაში. გადმოცემით, იგი ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდა. სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა მარიამისაგან შვიდი ეშმაკი განდევნა. იმ დღიდან მარიამმა ახალი ცხოვრება დაიწყო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე გახდა.

    მარიამი გაჰყვა უფალს იუდეასა და გალილეაში, სადაც იესო წმიდა მოციქულთა თანხლებით ჭეშმარიტ მრწამსს ქადაგებდა.

    მარიამი იესოს ერთგული იყო მისი ზეობის  დღეებში, უკიდურესი გვემისა და დამცირების ჟამსაც. მახარობელი მათე მოგვითხრობს, რომ იგი უფლის დაკრძალვაშიც მონაწილეობდა.

    გადმოცემის მიხედვით, მარიამი იმპერატორ ტიბერიუსთან მივიდა და ქრისტეს აღდგომა ახარა. მან იმპერატორს აღდგომისა და ახალი ცხოვრების სიმბოლოდ წითელი კვერცხი მიუტანა და უთხრა: „ქრისტე აღსდგა!“

    იგი განაგრძობდა სახარების ქადაგებას იტალიასა და რომში. წმიდანი რომში იმყოფებოდა მოციქულ პავლეს ჩასვლამდე და ორი წელიწადი დაჰყო. რომიდან მარიამ მაგდალელი ეფესოში გადასახლდა, სადაც წმიდა მოციქული იოანე მოღვაწეობდა, რომელმაც მისი მონათხრობიდან დაწერა სახარების XX თავი. წმიდა მარიამმა იქ დაასრულა თავისი სიცოცხლე და იქვე მიაბარეს იგი მიწას.

    დაიბადნენ:

    1768 _ იოანე ბატონიშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1830 წელს.

    1859 _ კნუტ ჰამსუნი, ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1952 წელს.

    1871 _ ზაქარია ფალიაშვილი,  კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1933 წელს.

    1935 _ ვახუშტი კოტეტიშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, მთარგმნელი, პროფესორი. გარდაიცვალა 2009 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1060 _ ჰენრი I, საფრანგეთის მეფე.

    1526 _ ხუან სებასტიან ელ კანო, იტალიელი მოგზაური, მაგელანის ექსპედიციის წევრი.

    1875 _ ჰანს კრისტიან ანდერსენი, დანიელი საბავშვო მწერალი.

    1962 _ მერილინ მონრო, ამერიკელი მსახიობი ქალი.

    მოვლენები:

    1693 წელი _ ფრანგმა ბერმა დომ პერინიონმა შამპანურის დამზადების ხერხს მიაგნო.

    1783 წელი _ ჩრდილოეთ კავკასიის ციხე-სიმაგრე გეორგიევსკში დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის.

    1806 წელი _ რუსეთის ხომალდი `ნევა~ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან დაბრუნდა.

    1870 წელი _ დაარსდა ბრიტანული ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“.

    2000 წელი _ დაიწყო საქართველოდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაყვანა.

    2000 წელი _ დიდ ბრიტანეთში იზეიმეს დედა-დედოფლის ელიზაბეტის 100 წლის იუბილე.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ბურკინა ფასო _ რევოლუციის დღე.

    აშშ _ სანაპირო დაცვის დღე.

    აშშ – ღიმილის ნაციონალური კვირეული

    ტრინიდადი და ტობაგო _ აღმოჩენის დღე.

    რკინიგზელის დღე.

    კუკის კუნძულები _ კონსტიტუციის დღე.

    ესპანეთი – ასტურიის დღე.