პოლიტიკა
    2026-08-04 | 16:11

    ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია - ნიკა გვარამია

    ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია - ნიკა გვარამია

    ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია. ცხადია, არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

    „ასეთი აბდაუბდა, ამდენი ცილისწამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა, და, რაც მთავარია, ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფილია ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება, ყველა ზემოთ მოყვანილის სიუხვით რომ გამოირჩევა მუდამ.

    არ დავიწყებ მკითხაობას, რატომ მაინცდამაინც ამ დროს და რატომ ამდენჯერ ნახმარი სიტყვა "რუსოფობია", - ეს მალე გამოჩნდება. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ეს კაცი ფარჩაკია და მისი ტექსტებიც ფარჩაკობაა. ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა - სამწუხაროდ, ჩვენია“, - წერს ნიკა გვარამია.

    მსგავსი სტატიები