საზოგადოება
    2026-08-05 | 07:27

    დღის კალენდარი - 5 აგვისტო

    დღის კალენდარი - 5 აგვისტო

     წლის 217-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 148 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება მოწამეთა: ტროფიმესი, თეოფილესი და მათთან 13 მოწამისა (IV); მღვდელმოწამე აპოლინარისა — რავენელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 75).

    დაიბადნენ:

    1802 _ ნილს ჰენრიკ აბელი,  ნორვეგიელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1828 წელს.

    1844 _ ილია რეპინი, რუსი ფერმწერი. გარდაიცვალა 1930 წელს.

    1850 – გი დე მოპასანი, ფრანგი მწერალი, გარდაიცვალა 1893 წელს.

    1906 – ვასილ ლეონტიევი, ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1986 წელს.

    1930 – ნილ არმსტრონგი, ამერიკელი ასტრონავტი. 1969 წელს მან პირველმა დააბიჯა ფეხი მთვარის ზედაპირზე, „აპოლონ-11“-ის ეკიპაჟის წევრი.

    გარდაიცვალნენ:

    1886 – ალექსანდრ ბუტლეროვი, რუსი ქიმიკოსი.

    1932 – საშა ჩორნი, რუსეთელი პოეტი.

    1934_ ვლადიმირ დუროვი, ცნობილი საცირკო დინასტიის დამფუძნებელი.

    1991 – სოიხირო ჰონდა, ცნობილი იაპონელი მრეწველი.

    მოვლენები:

    853 წელი _ არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა აიღო და გადაწვა თბილისი.

    1772 წელი _ ფარული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ გაიყვეს პოლონეთის (რეჩ პოსპოლიტა) ტერიტორია.

    1858 წელი _ გაიხსნა პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრაფი.

    1864 წელი _ რუსეთში სიკვდილით დასაჯეს პოლონეთის აჯანყების ხელმძღვანელები.

    1924 წელი _ თურქეთის მთავრობამ აკრძალა მრავალცოლიანობა.

    1940 წელი _ ლატვია შეიყვანეს სსრკ-ს შემადგენლობაში.

    1962 წელი _ თავი მოიკლა ამერიკელმა კინომსახიობმა ქალმა მერილინ მონრომ.

    1962 წელი – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დააპატიმრეს ნელსონ მანდელა. პატიმრობაში მან 27 წელიწადი გაატარა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    სპილოს ძვლის სანაპირო _ დამოუკიდებლობის დღე.

    კანადა – სამოქალაქო დღესასწაული.

    იამაიკა _ დამოუკიდებლობის დღე.

    ბურკინა-ფასო - დამოუკიდებლობის დღე.

    ხორვატია - გამარჯვების დღე.

    მსგავსი სტატიები