სოცმედია
    2026-08-07 | 11:15

    ომში მგონი გია ბარამიძე იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც თავზე ტოტებით და დასამალი დეკორატიული კამუფლიაჟით(თუ რაც ქვია) მინახავს - მაკა რაზმაძე

    ომში მგონი გია ბარამიძე იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც თავზე ტოტებით და დასამალი დეკორატიული კამუფლიაჟით(თუ რაც ქვია) მინახავს - მაკა რაზმაძე

    ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ღმერთო,შენ გვიშველე! ტყვეები თუ არ აყავდათ ჩვენს მებრძოლებს აბა ვისში ხდებოდა ტყვეთა გაცვლა? ან მე ვინ მყავს გადაღებული ტყვეების "რანგში" ცოცხლები და ჯანმრთელები? ამხელა თანამდებობები რომ ეკავა ადამიანს სხვადასხვა დროს, მსგავსი სისულელე რატომ უნდა თქვას?

    პ.ს. ისე კი ომში მგონი გია ბარამიძე იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც თავზე ტოტებით და დასამალი დეკორატიული კამუფლიაჟით(თუ რაც ქვია) მინახავს. ფოტოებიც აქვს ამ ფორმით გადაღებული სადღაც სამშვიდობო ტერიტორიაზე ბუჩქებთან. არ ვერჩი არაფერს,უბრალოდ მსგავსი სამარცხვინო განცხადების გაკეთებას სიჩუმე ჯობს ნამდვილად...

    -ვამატებ!!ყველამ, ვინც ომში ვიყავით უნდა გავაპროტესტოთ ეს განცხადება, რადგან როცა პოლიტიკური ფიგურა აკეთებს მსგავს განცხადებას,ამას რა თქმა უნდა სათავისოდ გამოყენებს მომავალში მოწინააღმდეგე მხარე!”

    მსგავსი სტატიები