საზოგადოება
    2026-08-11 | 08:18

    დღის კალენდარი - 11 აგვისტო

    დღის კალენდარი - 11 აგვისტო

    წლის 223-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 142 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამისა ევსტათი მცხეთელისა (VI); მოწამისა კალინიკე  ღანგრელისა (III-IV); მოწამისა სერაფიმა ქალწულისა  (II); მოწამისა თეოდოტიასი და სამთა შვილთა მისთა (304); ღირსმოწამისა მიქაელისა (IX).

    დაიბადნენ:

    1086 _ ჰენრიხ V, გერმანიის მეფე და „რომის იმპერიის იმპერატორი“ 1106 წლიდან. გარდაიცვალა 1125 წელს.

    1744 _ ტომაშ ანტონიუ გონზაგა, ბრაზილიელი  პოეტი. გარდაიცვალა 1810 წელს.

    1837 _ მარი ფრანსუა სადი კარნო, ინჟინერი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე. გარდაიცვალა 1894 წელს.

    1926 _ არონ ქლაგი, ინგლისელი კრისტალოგრაფი, ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1928 _ გურამ ასათიანი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი. გარდაიცვალა 1982 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1494 _ ჰანს მემლინგი, ნიდერლანდელი ფერმწერი.

    1952 _ რიკარდო მარტინი, იტალიელი კომპოზიტორი.

    1972 _ მაქს თოლერი, ამერიკელი ექიმი და მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1996 - ვანგა, ბულგარელი ნათელმხილველი და მკურნალი. (დ. 1911)

    მოვლენები:

    1773 წელი — ემილიან პუგაჩოვმა თავი იმპერატორ პეტრე III-ედ გამოაცხადა.

    1810 წელი – ძლიერი მიწისძვრა მოხდა აზორის კუნძულებზე.

    1863 წელი – კამბოჯა საფრანგეთის პროტექტორატი გახდა.

    1877 წელი – ამერიკელმა  ასტრონომმა ასაფ ჰოლმა მარსის ორი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი აღმოაჩინა.

    1914 წელი – საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს.

    1929 წელი – ხელი მოაწერეს სპარსეთ-ერაყის ხელშეკრულებას მეგობრობის შესახებ.

    1933 წელი – მექსიკაში  ყველაზე მაღალი ტემპერატურა +57.8 გრადუსი დაფიქსირდა.

    1935 წელი – მოეწყო ნაცისტების მასობრივი დემონსტრაცია გერმანელი ებრაელების წინააღმდეგ.

    1944 წელი – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იტალიაში ჩავიდა.

    1948 წელი – ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

    1960 წელი – საფრანგეთის  კოლონია ჩადი დამოუკიდებელი გახდა.

    1986 წელი – დამყარდა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი შვეულმფრენებისათვის – 400,87 კმ/სთ.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ზამბია _ ახალგაზრდობის დღე.

    ჩადის რესპუბლიკა _ დამოუკიდებლობის დღე.

    მშენებლის დღე.