საზოგადოება
    2026-08-12 | 09:18

    დღის კალენდარი - 12 აგვისტო

    დღის კალენდარი - 12 აგვისტო

    წლის 224-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 141 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    აღმსარებლისა ცოტნესი, საქართველოსთვის თავდადებულისა (დადიანი, XIII); 70-თაგანთა მოციქულთა: შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, ეპენეტოსი და   ანდრონიკესი  (I); მოწამისა იოანე მხედრისა  (IV); მოწამეთა: პოლიქრონისა, ბაბილონელი ეპისკოპოსისა, პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონი და სენისი სპარსეთის მთავართა და მოწამეთა ოლიმპისა და მაქსიმესი (დაახლ. 251); მღვდელმოწამისა ვალენტინე (უალენტინე) ესპიკოპოსისა და სამთა მოწაფეთა მისთა მოწაფეთა: პროკულისა, ეფიბისა და აპოლონისა და მართლისა აბუნდისა (დაახლ. 273).

    დაიბადნენ:

    1827 _ გიორგი ქართველიშვილი, ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1901 წელს.

    1887 _ ერვინ შრედინგერი, ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1961 წელს.

    1904 – ალექსეი რომანოვი, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟიშვილი. ბოლშევიკებმა ოჯახთან ერთად დახვრიტეს 1918 წელს.

    1928 - გურამ ასათიანი, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1982 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1827 – რობერტ ბერნსი, შოტლანდიელი პოეტი.

    1827 – უილიამ ბლეიკი, ინგლისელი პოეტი.

    1848 – ჯორჯ სტეფენსონი, ორთქლმავლის გამომგონებელი.

    1900 – ვილჰელმ სტეინიცი, მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონი ჭადრაკში.

    1921 – პიოტრ ბობორიკინი, რუსი მწერალი, რომელმაც ხმარებაში შემოიღო სიტყვა „ინტელიგენტი“.

    1955 – თომას მანი, დიდი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    მოვლენები:

    1121 _ გაიმართა დიდგორის ბრძოლა ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. დავით აღმაშენებელმა სასტიკად დაამარცხა თურქთა კოალიციური ლაშქარი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

    1492 წელი — ქრისტოფერ კოლუმბმა აღმოაჩინა კანარის კუნძულები.

    1851 წელი – ამერიკელმა ისააკ ზინგერმა დააპატენტა ფეხის საკერავი მანქანა.

    1877 წელი  – ამერიკელმა თომას ედისონმა  მექანიკური ხერხით პირველად ჩაიწერა მელოდია.

    1914 წელი – დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს.

    1928 წელი – ამსტერდამში დასრულდა IX ოლიმპიური თამაშები.

    1972 წელი – ამერიკის ჯარებმა დატოვეს ვიეტნამი.

    2000 წელი – ბარენცის ზღვაში  კატასტროფა განიცადა რუსეთის წყალქვეშა ატომური ფლოტილიის ფლაგმანი „კურსკი“. დაიღუპა 118 მეზღვაური.

    ღირსსახსოვარი დღეები

    მასაჩუსეტი _ ინდიელის დღე.

    ჩრდ. ირლანდია _ ორანჟისტების დღე

    ზამბია _ ახალგაზრდობის დღე.

    ტაილანდი _  დედოფლის დაბადების დღე.

    კუბა —  სახალხო გამარჯვების დღე.

    ზიმბაბვე — არმიის დღე.