რეგიონები
    2026-08-17 | 11:13

    მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

    მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

    სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.

    ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

    განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.

    მსგავსი სტატიები