პოლიტიკა
    2026-08-17 | 15:01

    „ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსეთის მხარეს - ელენე ხოშტარია 

    „ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსეთის მხარეს - ელენე ხოშტარია 

    „ქართული ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსეთის მხარეს. ამან კი, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა დარტყმების სამიზნედ გახადოს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

    „როგორც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება”, საერთაშორისო სამართლებრივად კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი - როგორც ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხი რეგულირდება ამ ორ მხარეს შორის მედიატორების ანუ ევროკავშირის მონაწილეობით.

    „ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსეთის მხარეს. ამან კი, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა, დარტყმების სამიზნედ გახადოს.

    რეგვენი სუს-ისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს არალეგიტიმური და მათივე ინფორმაციით, რუსული მთავრობის ქმედებები. შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, მისი ოკუპირებული ნაწილი. სხვაგვარად, ყველანი პასუხისმგებლები ვიქნებით რუსეთის აგრესიულ და ტერორისტულ ომში მონაწილეობისთვის, ჩრდილოეთ კორეასა და ბიძინასთან ერთად“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

    მსგავსი სტატიები