პოლიტიკა
    2026-08-26 | 16:23

    ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა

    ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ემი დიაზს შეხვდა.

    საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

    მათივე ცნობით, პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება.

    მსგავსი სტატიები