პოლიტიკა
    2026-09-08 | 12:33

    არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ პროცესში ვინმე გაჰყვება, რადგან მისი განცხადებები სპეკულაციის საგანია - ირაკლი ჭეიშვილი

    არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ პროცესში ვინმე გაჰყვება, რადგან მისი განცხადებები სპეკულაციის საგანია - ირაკლი ჭეიშვილი

    ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილსაც არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სასჯელს იხდის სამართლიანად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

    „სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეცდომაშია შესული. აქამდე გამოქვეყნებულ მის ნებისმიერ განცხადებაში იკითხება, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსისაა. ბრალი როცა წარუდგინეს, მაშინ თავად ითანამშრომლა და სასჯელს იხდის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა, სასჯელს სამართლებრივად იხდის. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილსაც არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სასჯელს იხდის სამართლიანად. სხვებისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარებული აქვს. არ მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ამ პროცესში ვინმე გაჰყვება, რადგან მისი განცხადებები სპეკულაციის საგანია. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ქულებს იწერს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

    საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები, მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“.

    მსგავსი სტატიები