საზოგადოება
    2026-09-12 | 02:07

    დღის კალენდარი _12 სექტემბერი

    დღის კალენდარი _12 სექტემბერი

    წლის 255-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 110 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907); წმიდათა: ალექსანდრე (340), იოანე (595) და პავლე ახლისა (784), კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულთმოქმედისა თესალონიკელისა (IX-X); მღვდელმოწამისა ფილონიდო ეპისკოპოსისა (284-305); კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (წმ. ნაწ. აღმოყ. 1724); სერბელ მღვდელთმთავართა: საბა I (1237), არსენი I (1266), საბა II (1269), ევსტათი I (1285), იაკობ (1292), ნიკოდიმ (1325) და დანიელ (1338) მთავარეპისკოპოსთა; იოანიკე II (1354), ეფრემ II (1395), სპირიდონ (1388), მაკარი (1574) და გაბრიელ I (1659) პატრიარქთა, და გრიგოლი ეპისკოპოსისა.

    დაიბადნენ:

    1494 – ფრანსუა I, საფრანგეთის  მეფე ვალუას დინასტიიდან.

    1818 _ პეტრე ბაგრატიონი, მეცნიერი, ქიმიკოსი, ინჟინერი. გარდაიცვალა 1876 წელს.

    1880 – კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, კომპოზიტორი, დირიჟორი. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის „დიდების“ ავტორი. გარდაიცვალა 1959 წელს.

    1897 – ირენ ჟოლიო-კიური, ფრანგი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1906 – დმიტრი შოსტაკოვიჩი, რუსი კომპოზიტორი.

    1925 – თეიმურაზ ღიბრაძე, ექიმი-მორფოლოგი, პროფესორი.

    1932 – გურამ თიკანაძე, მთამსვლელი, ფოტოხელოვანი. გარდაიცვალა 1965 წელს.

    1935 – ირაკლი ონოფრიშვილი, კინოოპერატორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

    1944 – ვლადიმირ სპივაკოვი, მევიოლინე, ანსამბლ „მოსკოველი ვირტუოზების“ ხელმძღვანელი.

    გარდაიცვალნენ:

    1733 – ფრანსუა კუპერენი, ფრანგი კომპოზიტორი.

    1907 - ილია ჭავჭავაძე, ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე.

    1981 – ეუჯენიო მონტალე, იტალიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    2022 - მიხეილ გომიაშვილი, ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი

    მოვლენები:

    1683 წელი — ვენის მახლობლად გამართულ კალენბერგის ბრძოლაში ავსტრიის ჯარებმა დაამარცხეს თურქები, რომლებსაც დედაქალაქი ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

    1722 წელი – რუსეთის ჯარებმა პეტრე პირველის მეთაურობით დაიკავეს ბაქო და დერბენდი.

    1740 წელი – რამდენიმეწლიანი მიმოწერის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ ვოლტერი და ფრიდრიხ დიდი.

    1878 წელი – ლონდონში ტემზის სანაპიროზე დადგეს კლეოპატრას ობელისკი.

    1910 წელი – გაიმართა გუსტავ მალერის მერვე სიმფონიის პრემიერა, რომელშიც 1028 მუსიკოსი მონაწილეობდა.

    1934 წელი – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკ-ს წინააღმდეგ თანამშრომლობის შესახებ.

    1949 წელი – დასავლეთ გერმანიაში პრეზიდენტად აირჩიეს თეოდორ ჰეისი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კონრად ადენაუერი.

    1961 წელი – ამერიკელმა მფრინავმა ჯოზეფ უოკერმა თავისი თვითმფრინავით „X-15“-ით  34 840 მ სიმაღლეს მიაღწია.

    1970 წელი – საბჭოთა ავტომატურმა სადგურმა „ლუნა-16“-მა დედამიწაზე მთვარის გრუნტი ჩამოიტანა.

    1970 წელი – პირველი `კონკორდი~ ჰიტროუს აეროპორტში დაფრინდა.

    1974 წელი – სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე.

    1980 წელი – გენერალი ქენან ევრენი სათავეში ჩაუდგა სამხედრო გადატრიალებას თურქეთში.

    1987 წელი – ეთიოპიაში კონსტიტუცია მიიღეს.

    1989 წელი – პოლონეთში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა, რომლის უმრავლესობას „სოლიდარობის“ პროფკავშირის წარმომადგენლები შეადგენდნენ.

    1990 წელი – აშშ-მ, ინგლისმა, საფრანგეთმა, სსრკ-მ, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის გაერთიანების შესახებ.

    ღირსსახსოვარი დღე:

    ეთიოპია _ რევოლუციის დღე