პოლიტიკა
    2026-09-14 | 14:22

    გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას

    გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას

    გელა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

    ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    „თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. ბატონ გეკა გელაძეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ გელა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.