სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან - მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ - ფიქრია ჩიხრაძე
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს:
„პეტრიაშვილზე მე-6 სკოლა ჩვეულებრივი საბჭოთა სკოლა არ იყო. ეს იყო თავისუფლების ერთ-ერთი კუნძული იმდროინდელ საქართველოში!
განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები ამ სკოლაში გადაიდგა და ეროვნული მოძრაობის ერთი მძლავრი შენაკადიც ეს სკოლა გახდა - თავისი აღმზრდელ-აღზრდილებით!
ამ სკოლამ ახალგაზრდებში მასწავლებლებად წასვლის მთელი მოძრაობა შექმნა.
ამ სკოლას აქვს დიდი ისტორია.
შენობა ტიპური საბჭოთა შენობაა, მაგრამ ადგილი - პრესტიჟული, ვერა, პეტრიაშვილის ქუჩა, რესტორნები, ახალმშენებლობები...
ვის ადარდებს მომავალი თაობა, განათლების ხელმისაწვდომობა, სკოლის ისტორია და დიდი ტრადიცია? მთავარია, ვიღაცის დაუოკებელი ბიზნეს-ინტერესი.
სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან.
მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ“.