დღის კალენდარი - 19 სექტემბერი
წლის 262-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 103 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება სასწაულისა ქმნილი მთავარანგელოზისა მიქაელისა მიერ კოლასეს (რომელ არს ხონა) შინა (IV); მოწამეთა: ევდოქსისი, ზენონისი და მაკარისი (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11-თა მოწამეთა (დაახლ. 250); ღირსისა დავითისა (VI).
მთავარანგელოზის მიქაელის მიერ კოლასეში ქმნილი სასწაული. ფრიგიის მხარეში, იმ ადგილას, რომელსაც ქეროიოპს უწოდებდნენ, ძველად აგებული იყო მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მის სიახლოვეს საკურნებელი წყარო გამოედინებოდა. ეს ტაძარი აღაშენა ქალაქ ლაოდიკიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მადლობის ნიშნად ღვთისა და მთავარანგელოზ მიქაელისა, რომლის მეოხებითაც ამ წყაროს წყლით მისი მუნჯი ქალიშვილი განიკურნა. ამ სასწაულის შემდეგ საკურნებელ წყაროსთან მრავლად დაიწყეს მისვლა სნეულმა ადამიანებმა. ტაძარი მრავალ განსაცდელს გადაურჩა.
ხონეში ქმნილი საკვირველების გამო მიქაელ მთავარანგელოზი, მოიხსენიება „ხონელად“ (ბერძნ. „,ო-ხონიატის”). ხატიც, რომელიც ამ საკვირველებას ასახავს, ძველად „ხონელის” სახელით მოიხსენიებოდა. ამ სახელის ბერძნული ფორმა, „ო-ხონიატის“, ქართულშიც შემოსულა ,,ოქონის“ ფორმით. შუა საუკუნეებში ოქონის ხატს საქართველოში დიდ პატივს მიაგებდნენ. მის სახელზე რამდენიმე ადგილას ეკლესიაც აუგიათ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი შეერქვა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ხონს, ქართლის სოფელ ოქონას (ქარელის რ-ნი) და რამდენიმე სხვა ადგილს (იხ. თ. მესხი, ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის, თბ., 2015 წ).
დაიბადნენ:
1897 – იაკინთე ლისაშვილი (ხომერიკი), მწერალი. გარდაიცვალა 1972 წელს.
1928 – მიხეილ ხანანაშვილი, აკადემიკოსი, პროფესორი.
1959 – მარინა კახიანი, კინოსა და თეატრის მსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1985 – ვიტალო კალვინო, იტალიელი მწერალი.
1995 – ორვინ ვედენბახერი, ამერიკელი მეცნიერი, აგრონომი.
2011 - გიზო ნიშნიანიძე, ქართველი მწერალი და პოეტი.
მოვლენები:
1506 წელი – ლეონარდო და ვინჩიმ დაასრულა „ჯოკონდაზე“ მუშაობა.
1955 წელი – არგენტინის პრეზიდენტი ხუან პერონი აჯანყების შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს.
1984 წელი – ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჰონკონგი ჩინეთს გადაეცა.
1985 წელი – მექსიკაში 8.1 ბალის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაიღუპა 6 ათასი ადამიანი.
1989 წელი – საფრანგეთის ავიახაზების თვითმფრინავი „Dჩ-10“, რომელსაც 171 მგზავრი პარიზიდან გადაყავდა, ბომბის აფეთქების შედეგად ნიგერიაში ჩამოვარდა.
ღირსსახსოვარი დღე:
ჩილე – არმიის დღე.