პოლიტიკა
    2026-09-21 | 18:17

    გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფისაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც, გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის -  თაზო დათუნაშვილი

    გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფისაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც, გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის -  თაზო დათუნაშვილი

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობას პროპაგანდისტულად წარმოაჩენს.

    მისი თქმით, გაეროს ფორმატში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაციის საკითხს არ ცვლის.

    „დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი, ჩვეულებრივი ვიზიტი რაღაც დიდ პოლიტიკურ მოვლენად.

    გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფისაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც. გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის. ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციაში“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისი შეფასებით, საქართველო დასავლეთისგან იზოლირებულია და ეს ვითარება პარტნიორების დამოკიდებულების ცვლილებამდე გაგრძელდება.

    „საქართველო არის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იმიტომ, რომ მას მართავს 90-იანებიდან გადმომხტარი რუსი ოლიგარქი და მართავს ბანდიტური მეთოდებით. საქართველო გახდა ბანდიტური სახელმწიფო. მანამდე იქნება საქართველო იზოლირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სანამ ეს ვითარება არის“, - განაცხადა მან.

    დათუნაშვილის თქმით, გაეროს ასამბლეა აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთში საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს.

    მსგავსი სტატიები