საზოგადოება
    2026-09-24 | 08:46

    დღის კალენდარი _ 24 სექტემბერი

    დღის კალენდარი _ 24 სექტემბერი

    წლის 267-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 98 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამეთა: 300-თა არაგველთა და კრწანისის ომში საქართველოსთვის მოწყვედილთა სამღვდელოთა და საეროთა (1795); ღირსისა თეოდორა ალექსანდრიელისა (474-491); მოწამეთა: დიმიტრისა, ცოლისა მისისა ევანთიასი, და ძისა მათისა დიმიტრიანესი (I); მოწამეთა დიოდორე და დიდიმო ასურელთა; მოწამისა იასი, სპარსეთს ვნებულისა (362-364); ღირსისა ევფროსინესი (IX); ღირსისა სილუანე ათონელისა (1938).

    დაიბადნენ:

    1717 – ჰორაციო უოლპოლი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1797 წელს.

    1869 – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ამერიკელი მწერალი, „დიდებული გეტსბის“ ავტორი. გარდაიცვალა 1940 წელს.

    1898 – კოხტა ყარალაშვილი‚ კინომსახიობი. გარდაიცვალა 1947 წელს.

    1893 – ნიკოლოზ ანთელავა, ქირურგი, აკადემიკოსი, გულმკერდის ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. გარდაიცვალა 1970 წელს.

    1924 – ვერა წიგნაძე‚ ბალერინა‚ საქართველოს სახალხო არტისტი.

    1928 – ზურაბ ტატაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

    1931 – როლან კილაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

    1956 – გია ბუღაძე‚ მხატვარი.

    გარდაიცვალნენ:

    1541 – პარაცელსი, შუა საუკუნეებში ცნობილი ექიმი და ალქიმიკოსი.

    1802 – ალექსანდრ რადიშჩევი,  რუსი მოაზროვნე, მწერალი.

    1812 – პეტრე ბაგრატიონი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი. 1812 წლის `სამამულო ომის~ გმირი. დაიბადა 1765 წელს.

    1920 – კარლ ფაბერჟე, ცნობილი იუველირი.

    მოვლენები:

    1606 – დაიწყო ივანე ბოლოტნიკოვის აჯანყება‚  პირველი სერიოზული გამოსვლა ბატონყმობის წინააღმდეგ.

    1789 – შეიქმნა შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო.

    1801 - ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა.

    1829 – რუსეთმა და ოსმალეთმა ადრიანოპოლში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას.

    1905 — შვედეთმა აღიარა ნორვეგიის დამოუკიდებლობა.

    1941 — ლონდონში გაიხსნა ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელთა კონფერენცია.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ისრაელი ახალი წლის დადგომა როშ აშანა

    იაპონია _ შემოდგომის ბუნიაობა.

    კამბოჯა _ კონსტიტუციის დღე.

    სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა _ მემკვიდრეობის დღე.

    გვინეა-ბისაუ _ დამოუკიდებლობის დღე.