საზოგადოება
    2026-09-30 | 09:04

    დღის კალენდარი - 30 სექტემბერი

    დღის კალენდარი - 30 სექტემბერი

    წლის 274-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 92 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი (დაახლ. 137); მოწამეთა თეოდოტიასი  (დაახლ. 230) და აღათოკლიასი. 156-თა მოწამეთა: პელისი და ნილოსისა, მეგვიპტელ  ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცისა, პატერმუთისი, ელიასი და სხვათა (დაახლ. 310).

    დაიბადნენ:

    1707 – პიეტრო როტარი, იტალიელი მხატვარი, როკოკოს სტილის ოსტატი.

    1882 – ჰანს ჰეიგერი, გერმანელი ფიზიკოსი.

    1891 – ოტო შმიდტი, რუსეთელი მეცნიერი, ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

    1922 – ანატოლი პაპანოვი, რუსი მსახიობი.

    1927 – თენგიზ ამირეჯიბი, პიანისტი, პროფესორი.

    1930 _ ზურაბ კუხიანიძე, პოეტი. გარდაიცვალა 2003 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1435 – იზაბელა ბავარიელი, საფრანგეთის დედოფალი.

    1955 – მიხაილ ჩეხოვი, მსახიობი, მწერალ ანტონ ჩეხოვის ძმისწული.

    1985 – ჩარლზ რიხტერი, ამერიკელი სეისმოლოგი, მიწისძვრის სიმძლავრის შეფასების შკალის ავტორი.

    1985 – სიმონა სინიორე, ფრანგი კინომსახიობი.

    1999 – დმიტრი ლიხაჩოვი, რუსი ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი.

    მოვლენები:

    1630 წელი – განაჩენი გამოუტანეს პირველ ამერიკელ დამნაშავეს — იგი

    მკვლელობისათვის ჩამოახრჩვეს.

    1783 წელი – დაარსდა რუსეთის  მეცნიერებათა აკადემია.

    1791 წელი – ვენაში გაიმართა მოცარტის ოპერის „ჯადოსნური ფლეიტის“ პრემიერა.

    1928 წელი – ბრიტანელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი.

    1946 წელი – ნიურნბერგში (გერმანია) საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა დაიწყო გერმანელი ნაცისტებისთვის გამოტანილი განაჩენის გამოქვეყნება.

    1967 წელი – კოსმოსში პირველად მოხდა საბჭოთა ხომალდების ავტომატური შეპირაპირება.

    1980 წელი – საბჭოთა კავშირმა განახორციელა ბირთვული აფეთქებები სემიპალატინსკში.

    1982 წელი – მევიოლინე ვლადიმირ სპივაკოვმა შექმნა ანსამბლი „მოსკოველი ვირტუოზები“.

    1993 წელი – ინდოეთში 6.4 ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 28.000 ადამიანი დაიღუპა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    მარშალის კუნძულები _ ტრადიციების დღე.