საზოგადოება
    2026-10-01 | 10:02

    დღის კალენდარი - 1 ოქტომბერი

    დღის კალენდარი - 1 ოქტომბერი

    წლის 275-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 91 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    წმიდისა  დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660-1661);  ღირსისა ევმენი სასწაულმოქმედისა, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII);  მოწამისა  არიადნასი (II);  მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III);  მოწამისა კასტორისა.

    დაიბადნენ:

    1207 _  ჰენრი III,  ინგლისის მეფე. გარდაიცვალა 1272 წელს.

    1754 _  პავლე I,  რუსეთის იმპერატორი. გარდაიცვალა 1801 წელს.

    1868 _ ივანე ფალიაშვილი,  დირიჟორი, პიანისტი.  გარდაიცვალა 1934 წელს.

    1886 _  რობერტ ბლეიკი, ამერიკელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, ნ. მარის მოწაფე, გარდაიცვალა 1950 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    1684 _ პიერ კორნელი, ფრანგი დრამატურგი.

    1873 _ ემილ გაბორიო, ფრანგი მწერალი, დეტექტური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    1929 _ ემილ ანტუან  ბურდელი, ფრანგი სკულპტორი.

    1935 _ ვლადიმირ გილიაროვსკი, რუსი მწერალი.

    1972 ლუის ლიკი, ინგლისელკენიელი ანთროპოლოგი და არქეოლოგი.

    მოვლენები:

    1827 წელი — რუსეთის არმიამ ერევნის ციხე-სიმაგრე აიღო. ერევნის სახანო რუსეთის  იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

    1892 წელი — გაიხსნა ჩიკაგოს უნივერსიტეტი.

    1920 წელი — ავსტრიამ ახალი კონსტიტუცია მიიღო.

    1924 წელი — მოსკოვში სატირის თეატრი გაიხსნა.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    ხანშიშესულთა საერთაშორისო დღე.

    მუსიკის საერთაშორისო დღე.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა — გათავისუფლების დღე.

    კამერუნი — გაერთიანების დღე.

    ნიგერია — დამოუკიდებლობის დღე.

    სამხრეთ კორეა — შეიარაღებული ძალების დღე.

    ავსტრალია — შრომის დღე.