პოლიტიკა
    2026-10-01 | 15:10

    14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლეს და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხეს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი - დავით მათიკაშვილი

    14 წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლეს და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხეს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი - დავით მათიკაშვილი

    პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის 14 წლისთავს გამოეხმაურა.

    მისი განცხადებით, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში კარდინალური ცვლილებები განაპირობა.

    „14 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს, კარდინალური ცვლილებები განხორციელდა ჩვენს უახლეს ისტორიაში. მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ერთად შეძლეს და რევოლუციურ არჩევნებში დაამარცხეს სააკაშვილის სადისტური რეჟიმი.

    ამით დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამანგრეველი ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, და დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა, წინსვლა და პროგრესი, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რამაც ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს თანამოქალაქეებს.

    დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ეს იყო ბრძოლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და სრულიად ქართული ხალხის. რომ არა ის, დღეს უმძიმესი და სავალალო შედეგები გვექნებოდა. ამაში ჩვენ დავრწმუნდით, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების მომენტში, როცა ჩვენი საქართველო ომის დაწყების ზღვარზე იყო. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ქვეყანა იხსნა ამ მძიმე შედეგისგან.

    რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ე.წ. წიაღსვლებს, ღიმილის მომგვრელია მათი მხრიდან საერთოდ პენიტენციურ დაწესებულებებზე, ციხეებზე და პოლიტპატიმრებზე საუბარი. მაშინ, როცა 2012 წლამდე გადავსებული იყო ციხეები, მაშინ, როცა პატიმრების დიდი ნაწილი პოლიტპატიმარი იყო.

    დღეს ეს რადიკალურადაა შეცვლილი და დღევანდელი სურათის შედარებაც კი წარმოადგენს შეურაცხყოფას იმ ადამიანებისა და იმ მიღწევების, რომლებიც 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

    მსგავსი სტატიები