საზოგადოება
    2026-10-02 | 10:21

    დღის კალენდარი _ 2 ოქტომბერი

    დღის კალენდარი _ 2 ოქტომბერი

    წლის 276-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 90 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმედონისა (276); მოწამისა ზორსიმე მეუდაბნოისა (IV).

    დაიბადნენ:

    1452 _ რიჩარდ III,  ინგლისის მეფე, ერთ-ერთი ავბედითი ფიგურა ინგლისის ისტორიაში.  გარდაიცვალა 1485 წელს.

    1847 პაულ ფონ ჰინდენბურგი, გერმანელი ფელდმარშალი, გერმანიის პრეზიდენტი 1925 1933 წლებში. გარდაიცვალა 1934 წელს.

    1851 _ ფერდინანდ  ფოში, საფრანგეთის მარშალი. გარდაიცვალა 1929 წელს.

    1852 _ უილიამ რამზაი, ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1916 წელს.

    1869 _ მაჰათმა განდი, ინდოელი პაციფისტი ლიდერი. მოკლეს 1948 წელს.

    1904 _ გრემ გრინი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1991 წელს.

    1927 _ რევაზ თაბუკაშვილი, მწერალი და კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1990 წელს.

    1934 _ ლომერ ახვლედიანი, კინოოპერატორი.

    1954 _ გოდერძი ჩოხელი, კინორეჟისორი, მწერალი. Gგარდაიცვალა 2008 წელს.

    გარდაიცვალნენ:

    322 ჩვ. წ. _ არისტოტელე, ბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.

    1853 _ დომინიკ ფრანსუა ჟან არაგო, ფრანგი სწავლული და პოლიტიკური მოღვაწე, დაიბადა 1786 წელს.

    1892 _ ჟოზეფ ერნესტ რენანი, ფრანგი მწერალი.

    1931 – ტომას ლიპტონი, ცნობილი ჩაის კომპანიის დამაარსებელი.

    1974 _ ვასილი შუკშინი, რუსი მწერალი, კინორეჟისორი და მსახიობი.

    მოვლენები:

    1187 წელი – ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა (სალადინმა) ჯვაროსანთა არმია დაამარცხა და დაიპყრო იერუსალიმი.

    1540 წელი – ვენეციის რესპუბლიკამ და თურქეთმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.

    1836 წელი – ჩარლზ დარვინი მსოფლიოს გარშემო ხუთწლიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა.

    1862 წელი – გაიხსნა სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორია.

    1870 წელი – რომი ახლად გაერთიანებული  იტალიის დედაქალაქი გახდა.

    1924 წელი _  ერთა ლიგამ დაამტკიცა ჟენევის პროტოკოლი საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ.

    ღირსსახსოვარი დღე:

    გვინეა — დამოუკიდებლობის დღე.