საზოგადოება
    2026-10-03 | 10:45

    დღის კალენდარი - 3 ოქტომბერი

    დღის კალენდარი - 3 ოქტომბერი

    წლის 277-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 89 დღე

    საეკლესიო კალენდარი

    ხსენება დიდმოწამის ევსტათი პლაკიდასი, მისი მეუღლის თეოპისტიასი და შვილთა მათთა_ აღაპისა და თეოპისტესი (დაახლ. 118). ერთაწმინდობა.

    წმიდა დიდმოწამე ევსტათი ქრისტესმიერ ნათლობამდე პლაკიდად იწოდებოდა. იგი მხედართმთავარი იყო რომის იმპერატორების ტიტესა და ტრაიანეს დროს. ჯერ კიდევ ქრისტეს შეცნობამდე პლაკიდა მრავალ ქველის საქმეს აღასრულებდა: მოწყალედ შეეწეოდა გაჭირვებულებსა და უბედურთ. უფალმა თავისი წყალობა მოუვლინა სათნო წარმართს და კერპთაყვანისმცემლობის სიბნელიდან დაიხსნა იგი.

    ერთხელ, ნადირობის დროს, პლაკიდა ირემს გამოენთო. ირემი მაღალ მთაზე გაჩერდა და მან მის რქებში მოკიაფე ჯვარი დაინახა, რომელზეც ღვთის ძე იყო გაკრული და ხმა ესმა: `მე ვარ იესო ქრისტე და აქ იმისთვის გამოგეცხადე, რომ ჭეშმარიტებისკენ მოგაქციო. ქრისტიან მღვდელმსახურთან წადი, წმიდა ნათელი მიიღე მისგან და მან დაგმოძღვროს შენ ხსნის გზაზე”.

    სიხარულით აღსავსე დაბრუნდა სახლში პლაკიდა და ყოველივე თავის მეუღლეს მოუთხრო. მათ ქრისტიან მღვდელმსახურს მიმართეს, რომელმაც ქრისტესმიერი ნათელი სცა მთელს ოჯახს პლაკიდასი და უფლის წმიდა საიდუმლოთაც აზიარა ისინი.

    წარმართები აიძულებდნენ მათ განდგომოდნენ ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. მათ უარი თქვეს,  რის გამოც ევსტათისა და მის ოჯახს  საშინელი სასჯელი გარეულ მხეცებთან შეგდება გადაუწყვიტეს, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პირუტყვები არ შეხებიან წმიდა მოწამეებს. მაშინ  სასტიკმა იმპერატორმა ბრძანა ცოცხლად შეეგდოთ ისინი სპილენძის გახურებულ ქანდაკში ხარისა, სადაც მიიღეს კიდეც მოწამებრივი აღსასრული წმიდა დიდმოწამემ ევსტათი პლაკიდამ, მისმა მეუღლემ თეოპისტიამ და მათმა ძეებმა აღაპიმ და თეოპისტემ.

    როცა სამი დღის შემდეგ მტარვალებმა გამოაღეს ეს ცეცხლოვანი სამარე, მათ სრულიად უვნებელი იხილეს წმიდა მოწამეთა პატიოსანი სხეულები. ამ სასწაულის ხილვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და წმიდა ნათელიც მიიღო. ქრისტიანებმა დიდის პატივით მიაბარეს წმიდა მოწამეთა პატიოსანი სხეულები მიწას. წმიდა დიდმოწამე ევსტათი და მისი მოწამე

    ცოლ-შვილი დაახლოებით 118 წელს აღესრულნენ მოწამებრივად ქრისტეს სახელისათვის.

    დაიბადნენ:

    1803 – ჯონ გორი, ექიმი, რომელმაც სამაცივრო დანადგარების პრინციპი აღმოაჩინა, გარდაიცვალა 1855 წელს.

    1867 – პიერ ბონარი, ფრანგი მხატვარი, გარდაიცვალა 1891 წელს.

    1887 – ივანე ფრანგულიანი, ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. გარდაიცვალა  1970 წელს.

    1889 – კარლ ფონ ოსიეცკი, გერმანელი პუბლიცისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1938 წელს.

    1895 – სერგეი ესენინი, ცნობილი რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1925 წელს.

    1900 – თომას ვულფი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1938 წელს.

    1904 – ჩარლზ პედერსენი, დანიელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

    1908 – ვაზგენ I, სრულიად სომეხთა კათალიკოსი. გარდაიცვალა 1994 წელს.

    1918 – ოთარ მჭედლიშვილი, ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერების აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

    1933 – ზურაბ კიკნაძე, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

    1954 – ზაალ სამადაშვილი, მწერალი.

    გარდაიცვალნენ:

    1226 – ფრანცისკ ასიზელი, რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანი,  ფრანცისკელთა ორდენის დამფუძნებელი.

    1629 – გიორგი სააკაძე, ალეპოში ხუსრევ-ფაშას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

    1896 – უილიამ მორისი, ცნობილი ინგლისელი მწერალი, მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    1910 – ჟან ანუი, ფრანგი დრამატურგი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე და კინოსცენარისტი.

    1981 – ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე, ცნობილი მსახიობი.

    1991 – უილიამ პენი, ინგლისელი ფიზიკოსი, ბრიტანეთის ატომური ბომბის შექმნის პროგრამის ხელმძღვანელი.

    1999 – აკიო მორიტა, ცნობილი ფირმა „სონის’’ დამფუძნებელი.

    მოვლენები:

    1629 წელი – ალეპოში დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით  გიორგი სააკაძე, მისი პირმშო ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.

    1762 წელი _ რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში  დედოფლად აკურთხეს.

    1785 წელი – ფრანგმა ჟან-პიერ ბლანშარმა გერმანიაში განახორციელა პირველი გაფრენა აეროსტატით.

    1811 წელი – ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 ნოემბერი მადლიერების დღედ გამოცხადდა.

    1866 წელი – ვენაში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას იტალიასა და ავსტრიას შორის.

    1899 წელი – ჯორჯ ტურმანმა დააპატენტა მტვერსასრუტი.

    1922 წელი – ვაშინგტონში ამოქმედდა პირველი ფაქსის აპარატი.

    1932 წელი – ერაყმა მიიღო დამოუკიდებლობა.

    1963 წელი – კუნძულ ჰაიტის თავს დაატყდა ძლიერი გრიგალი. დაიღუპა 5 000 და დაშავდა ათასობით ადამიანი.

    1988 წელი – ჩადმა და ლიბიამ შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.

    ღირსსახსოვარი დღეები:

    გერმანია – გაერთიანების დღე.

    სამხრეთ კორეა — ქვეყნის დაარსების ეროვნული დღე.

    ბელგია — დამოუკიდებლობის დღე

    ფეროტო — დამოუკიდებლობის დღე.