საზოგადოება
    2026-10-05 | 09:32

    დღის კალენდარი - 5 ოქტომბერი   

    დღის კალენდარი - 5 ოქტომბერი   

    წლის 278-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 87 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    წინასწარმეტყველისა იონასი  (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მღვდელმოწამისა  ფოკასი,  სინოპიელი ეპისკოპოსისა (117); ღირსისა იონა ხუცისა, წმიდათა მამათა თეოფანე  კანონთგამომთქმელისა და თეოდორე გამომეტყველთა მამისა ( IX); მოწამისა ფოკა მემტილესი  (დაახლ. 320).                               

    დაიბადნენ:

    1581 _ ბერნარდო სტროცი‚ გამოჩენილი იტალიელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1644 წელს.

    1713 _ დენი დიდრო‚ ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ენციკლოპედისტი.

    1850 _ ჰემილტონ გიბსონი‚ ამერიკელი მწერალი.

    1889 _ ნიკოლოზ კანდელაკი, მოქანდაკე. გარდაიცვალა 1970 წელს.

    1906 _ მათე მირიანაშვილი‚  ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1975 წელს.

    1947 _ ვანო ჩხიკვაძე‚ მწერალი.

    გარდაიცვალა:

    1880 _ ჟაკ ოფენბახი‚ ფრანგი კომპოზიტორი.

    მოვლენები:

    1586 წელი – ლონდონში დაიწყო შოტლანდიის დედოფლის მარია სტიუარტის სასამართლო პროცესი.

    1917 წელი – თბილისში დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

    1930 წელი – ლაურა ინგელსი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ტრანსკონტინენტური ფრენა განახორციელა.

    1974 წელი – ამერიკელმა დევიდ ქანსტმა დაასრულა ფეხით პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. მან ოთხი წლის განმავლობაში იმოგზაურა და გაიარა 14,450 მილი.

    1989 წელი – დალაი ლამა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.