საზოგადოება
    2026-10-06 | 09:08

    დღის კალენდარი _ 6 ოქტომბერი

    დღის კალენდარი _ 6 ოქტომბერი

    წლის 280-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 86 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    მუცლაღება პატიოსნისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი;  ღირსთა დედათა ქსანთიპასი და პოლიქსენიასი (109); მოწამისა ირაიდა ქალწულისა (დაახლ. 308);  მოწამეთა: ანდრიასი, იოანესი  და ძეთა  იოანესთა  პეტრესი და  ანტონინესი (IX).

    ღირსი დედანი: ქსანტიპა და პოლიქსენია ღვიძლი დები იყვნენ და უფლის წმიდა მოციქულთა დროს ცხოვრობდნენ. პირველად იესოს ღვთაებრივი მოძღვრების შესახებ მათ წმიდა პავლე მოციქულისგან შეიტყვეს. ორივე დამ ირწმუნა ქრისტეს რჯული. ამის შემდეგ დები ქრისტეს რჯულს ქადაგებდნენ.

    წმიდა მოწამე ირაიდა ქალწული ქალაქ ალექსანდრიის მკვიდრი იყო. წარმართებმა ის ქრისტეს აღიარებისთვის შეიპყრეს და დიდი წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

    წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი მისნი: პეტრე და ანტონინე აფრიკაში ევნენ ქრისტეს სახელისთვის, სასტიკი მაჰმადიანი განმგებლის იბრაჰიმის დროს.

    დაიბადნენ:

    1773 — ფილიპ ლუისი, საფრანგეთის მეფე. გარდაიცვალა 1850 წელს.

    1871 — ზაქარია ფალიაშვილი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1933 წელს;

    1900 — ვერიკო ანჯაფარიძე, მსახიობი. გარდაიცვალა 1987 წელს;

    1932 — ზაურ ყრუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

    1973 — თამაზ ჩუტკერაშვილი, სპორტსმენი, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში.

    მოვლენები:

    1768 წელი — დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი;

    1812 წელი — ნაპოლეონის არმიამ მოსკოვი დატოვა;

    1889 წელი — პარიზში გაიხსნა კაბარე „მულენ რუჟი“;

    1915 წელი — ბულგარეთი ომში ანტანტის მხარეს ჩაება;

    1918 წელი — საფრანგეთის ჯარებმა ბეირუთი გაათავისუფლეს;

    1927 წელი — ნიუ იორკში პირველი ხმოვანი ფილმის პრემიერა გაიმართა.

    ღირსსახსოვარი დღე:

    ეგვიპტე — შეიარაღებული ძალების დღე.

    ავსტრალია — შრომის დღე.

    ბარბადოსი — გაერთიანებული ერების დღე.

    ლერატო — სპორტის დღე.