ბორია მოდი აქ!.. პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - მიხეილ სააკაშვილი
ბორია მოდი აქ! - პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან
თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს.
„ბორია მოდი აქ!
შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.
ჰოდა ახლა ბრაზილიაში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის ბოლსონაროს შვილი ფლავიო, რომლის მთავარი დაპირებაა, რომ ციხიდან გამოუშვებს საკუთარ მამას და ის დიდი უპირატესობით ამარცხებს ლულას.
ჰოდა მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.