რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - შუქრი ბურჭულაძე
პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, - ასე ეხმაურება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას.
„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! სიმართლე უნდა ითქვას!
პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი.
ვფიქრობ, ეს „გადაწყვეტილება“ ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“,- წერს შუქრი ბურჭულაძე.
ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.