პოლიტიკა
    2026-10-06 | 15:29

    პენიტენციურ სისტემაში არსებულ ფაქტებზე არცერთი საქმე არ გამოძიებულა, საზოგადოებაში კი ეჭვები ძლიერდება - ირაკლი ფავლენიშვილი

    პენიტენციურ სისტემაში არსებულ ფაქტებზე არცერთი საქმე არ გამოძიებულა, საზოგადოებაში კი ეჭვები ძლიერდება - ირაკლი ფავლენიშვილი

    „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეს გამოეხმაურა.

    მისი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში უფლებადამცველების მხრიდან პენიტენციურ სისტემაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

    „უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ინფორმაცია უფლებადამცველებისგან პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ციხეები გადავსებულია, პატიმრები საუბრობენ, მათ შორის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. არცერთი ეს ფაქტი არ იქნა გამოძიებული.

    ასევე, ვიხილეთ შემზარავი ფაქტი, როდესაც ადამიანი, ქართველი კაცი, საუბრობს გაუპატიურებაზე. ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს — კონკრეტული ადამიანის ჩვენებაა — რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში.

    ამ კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი. საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება.

    იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“, — განაცხადა ფავლენიშვილმა.

    მსგავსი სტატიები