პოლიტიკა
    2026-10-06 | 16:02

    ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს - არჩილ გორდულაძე

    ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს - არჩილ გორდულაძე

    პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა.

    მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიღებულ რეზოლუციებს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.

    „ემპირიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია, უკლებლივ ყველა რეზოლუცია ბოლო ხანებში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს.

    ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს ახალი რეზოლუციის მიმართ. ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე იმ ხალხის მხრიდან, რომელთა უკანაც დგას ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ“, – განაცხადა გორდულაძემ.

    ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, 7 ოქტომბერს გაიმართება დებატები თემაზე – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“.

    დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.

    მსგავსი სტატიები