რეგიონები
    2026-10-08 | 12:52

    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E70 საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.

    აღნიშნულ გზაზე 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილ სამკილომეტრიან მონაკვეთზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

    გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

    გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.