სანამ დროა, შეჩერდით, მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები - ვიქტორ ყიფიანი
პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.
„სანამ დროა, შეჩერდით.
მოქმედ ხელისუფლებას მოვუწოდებ სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.
მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში "გამარჯვებულ-დამარცხებულად" დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა.
რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა, დამარცხდება ქვეყანა.
სხვა შემთხვევაში, შერჩება საუბარს აზრი? როგორ საუბარს? საუბარს რის თაობაზე? შევძლებთ ნორმალური პოლიტიკური პროცესით ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე აზრის ფორმირებას? გვექნება კი ამის უფლება და შესაძლებლობა? შეკითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან.. პასუხები, რომლებიც ქვეყნის დღევანდელობასა და მის ხვალინდელზე კრიტიკულ გავლენას მოახდენენ.. გავლენა, რომლის მიღმა არცერთი და არავინ დარჩება”, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.