მედიცინა
    2026-10-23 | 14:56

    ორსულობა და ორთოპედიული ჯანმრთელობა – პრაქტიკული რჩევები მომავალი დედებისთვის

    ორსულობა და ორთოპედიული ჯანმრთელობა – პრაქტიკული რჩევები მომავალი დედებისთვის

    ორსულობის პერიოდში ორთოპედიულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვებაზე, ძილზე და ზოგად კეთილდღეობაზე ზრუნვა. მზარდი ნაყოფი, წონის მატება და ჰორმონალური გარდაქმნები მნიშვნელოვან დატვირთვას აყენებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. სწორედ ამიტომ, მომავალი დედებისთვის ორთოპედიული ჯანმრთელობის შენარჩუნება განსაკუთრებით პრიორიტეტული ხდება.

    რატომ იზრდება ზეწოლა ხერხემალსა და სახსრებზე?

    ორსულობის პროგრესირებასთან ერთად იზრდება მუცელი და იცვლება სხეულის სიმძიმის ცენტრი. შედეგად, ხერხემალსა და სახსრებს ყოველდღიურ მოძრაობებში მეტი დატვირთვის ატანა უწევთ. ამასთან, ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები იოგებს უფრო მოდუნებულს და სახსრებს — შედარებით მოძრავს ხდის, რაც ზოგიერთ ქალში დისკომფორტისა და ტკივილის რისკს ზრდის. განსაკუთრებით ხშირია წელისა და მენჯის მიდამოს ტკივილი. ზოგიერთ ქალს უვითარდება ორსულობასთან დაკავშირებული მენჯის სარტყლის ტკივილიც, რომელიც შეიძლება გაძლიერდეს სიარულის, კიბეზე ასვლის ან საწოლში გადაბრუნების დროს. ხშირად მომავალ დედებს აწუხებთ:

    • წელისა და მენჯის არეში მოჭერითი ან ყრუ ტკივილი;

    • ტერფების გაბრტყელება და შეშუპება;

    • ტკივილი ბარძაყის სახსრებში ან კუდუსუნის არეში.

    ხერხემლისა და წელის ტკივილის პრევენცია ორსულობის დროს

    მუცლის ზრდასთან ერთად, ხერხემლის წელის ლორდოზი ღრმავდება, რაც ზურგის კუნთების დაძაბულობას იწვევს. ტკივილის შემცირებისა და ხერხემლის განტვირთვისთვის ეფექტურია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

    • სწორი პოზა: ჯდომისას გამოიყენეთ საზურგე, ხოლო ფეხები იატაკზე მყარად დადგით. მოერიდეთ ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომას.

    • ძილის პოზიცია: იძინეთ გვერდზე, სასურველია მარცხენა მხარეს, ხოლო მუხლებს შორის მოათავსეთ სპეციალური ბალიში ხერხემლის სისწორისთვის.

    • სიმძიმის აწევა: თუ რამის აღება გჭირდებათ იატაკიდან, ჩაიხარეთ მუხლებში და არ გადაიხაროთ წელში. 

    ტერფის მოვლა და სწორი ფეხსაცმლის შერჩევა

    მომატებული წონის გამო ტერფის თაღი ხშირად ბრტყელდება, რაც იწვევს სწრაფ დაღლილობასა და ტკივილს სიარულისას. ორთოპედიული პრობლემების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

    • მაღალქუსლიანი და სრულიად ბრტყელი (თხელძირიანი) ფეხსაცმლის გამორიცხვა.

    • დაბალი ქუსლის (2-3 სმ) ან სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება.

    • ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება ტერფის თაღის მხარდასაჭერად.

    მოძრაობა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა

    თუ ორსულობას სამედიცინო გართულება არ ახლავს, ფიზიკური აქტივობა, როგორც წესი, უსაფრთხო და სასარგებლოა. რეგულარული მოძრაობა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და შესაძლოა წელის ტკივილის შემცირებასაც. რეკომენდებული აქტივობებიდან შეიძლება გამოვყოთ:

    1. ზომიერი ტემპით სიარული;

    2. ცურვა ან წყალში ვარჯიში;

    3. ორსულებისთვის ადაპტირებული იოგა ან პილატესი;

    4. მსუბუქი ძალოვანი და გაჭიმვითი ვარჯიშები სპეციალისტის რეკომენდაციით.

    ორთოპედიული დამხმარე საშუალებები  ორსულობის დროს

    ორსულობის დროს ზურგისა და მენჯის არეში დატვირთვის შესამცირებლად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სპეციალური ორთოპედიული პროდუქცია. სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” მომავალ დედებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებულ სამედიცინო და დამხმარე საშუალებებს. კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილი საორსულე პროდუქტები მოიცავს სპეციალურ ბანდაჟებსა და ქამრებს, რომლებიც ამცირებენ ხერხემალზე ზეწოლას, იჭერენ მუცელს ოპტიმალურ პოზიციაში და საგრძნობლად ამსუბუქებენ წელის ტკივილს. გარდა ამისა, "ახალ ხედვაში" ხელმისაწვდომია კომპრესიული წინდებიც, რომლებიც ხელს უშლიან ვენების ვარიკოზულ გაფართოებასა და ფეხების შეშუპებას. მათი შეძენა, დათვალიერება და მათზე ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია როგორც კომპანიის ფილიალებში, ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე.