დღის კალენდარი - 26 ოქტომბერი
წლის 299-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 66 დღე.
საეკლესიო კალენდარი
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა; ხსენება წმიდა მოწამეების: კარპესი, თეატირელი ეპისკოპოსისა, პაპილა დიაკვნისა, აღათოდორესი და აღათონიკასი, პაპილას დისა; ფლორენტისა და ბენიამინე დიაკვნისა; ღირსი მამის ნიკიტა აღმსარებლისა; წმიდა დიდმოწამის ზლატა ქალწულისა, მოგლენელისა; ღირსი მამის ანტონ ჭყონდიდელი მიტროპოლიტისა და ხუცესმონაზონ იაკობისა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი, რომელიც ათონის წმიდა მთაზე იმყოფებოდა, მრავალი საკვირველმოქმედებით განიდიდა. ათონელმა ბერმა იამვლიქემ ასლი გადაიღო ივერიის ხატიდან და ათონელ ბერთა თანხლებით წმიდა ხატი მოსკოვს გაგზავნა. ეს წმიდა ხატი ივერიისა მრავალრიცხოვანი საკვირველმოქმედებით განიდიდა უფლის მიერ.
წმიდა მოწამე ფლორენტი ქალაქ სოლუნის მკვიდრი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტი ღმერთის მსახურების გზაზე, ასწავლიდა რწმენას ქრისტესას და აღსრულებას ღვთის ნებისა. ამისათვის წარმართებმა იგი სასტიკად აწამეს.
წმიდა მოწამე ბენიამინე დიაკვანმა მრავალი სპარსელი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იგი სპარსეთში ევნო სახარების ქადაგებისათვის V საუკუნეში.
ღირსი ნიკიტა აღმსარებელი დედოფალ ირინესა და მისი ძმის კონსტანტინეს ხელმწიფების ჟამს იმყოფებოდა მათი სასახლის კარზე. იგი ბერად აღიკვეცა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როდესაც საიმპერატორო ტახტზე ხატთმბრძოლი თეოფილე ავიდა, ღირსი ნიკიტა მწვალებელთა მხილებისათვის მონასტრიდან განდევნეს. ღირსი ნიკიტა აღმსარებელი 75 წლისა გარდაიცვალა.
წმიდა დიდმოწამე ზლატა ქალწული, მოგლენელი დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთის სოფელ სლატინოში, იმ ხანებში, როცა ბულგარეთი თურქთა უღლის ქვეშ იმყოფებოდა. ერთ ადგილობრივ თურქს არაერთგზის უცდია მისი ცთუნება, რათა მაჰმადის სჯულზე მიექცია წმიდანი, მაგრამ მან ვერ შეარყია ქრისტეს ამ დიდებული აღმსარებლის სული. წმიდა დიდმოწამე ზლატა ქალწული მოწამებრივად აღესრულა მაჰმადიან თურქთა ხელიდან 1795 წელს.
დაიბადნენ:
1685 – ჯუზეპე დომენიკო სკარლატი, იტალიელი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1757 წელს.
1826 – დიმიტრი ბაქრაძე, გამოჩენილი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, გარდაიცვალა 1890 წელს.
1880 – ანდრეი ბელი (ბორის ბუგაევი), რუსი მწერალი, გარდაიცვალა 1934 წელს.
1881 – დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია), მწერალი, გარდაიცვალა 1938 წელს.
1887 _ არტემ ერქომაიშვილი, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე, ლოტბარი. გარდაიცვალა 1967 წელს.
1901 – დავით ციციშვილი, ცნობილი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი, გარდაიცვალა 1986 წელს.
1907 – თინათინ ვირსალაძე, ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1916 – ფრანსუა მიტერანი, საფრანგეთის პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1996 წელს.
1919 – მუჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის უკანასკნელი შაჰი, გარდაიცვალა 1980 წელს.
1939 – თენგიზ ბერიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1947 – ჰილარი კლინტონი, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
1959 - ლიკა ქავჟარაძე, ქართველი კინომსახიობი. გარდაიცვალა 2017წელს.
გარდაიცვალნენ:
1767 – უილიამ ჰოგარტი, ინგლისელი მხატვარი, დაიბადა 1697 წელს.
1972 – იგორ სიკორსკი, ავია-კონსტრუქტორი, დაიბადა 1889 წელს.
1979 – პაკ ჩონ ხი, კორეის პრეზიდენტი, დაიბადა 1911 წელს.
მოვლენები:
1863 წელი – ჟენევაში დაარსდა საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია.
1900 წელი – ნიუ-იორკში გაიხსნა პირველი მეტროპოლიტენი.
1956 წელი – შეიქმნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
1979 წელი – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ ჩონ ხი საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს.
1994 წელი – იორდანიამ და ისრაელმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას.