საზოგადოება
    2026-10-26 | 15:52

    სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია თბილისში „ლოკო პარკის“ პროექტის კონკურსის გამარჯვებულია

    სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდია თბილისში „ლოკო პარკის“ პროექტის კონკურსის გამარჯვებულია

    საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ცნობილ იტალიელ არქიტექტორსა და ურბანისტს, სტეფანო ბოერის უმასპინძლა და „ლოკო პარკის“ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

    საქართველოში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტი თბილისის ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის დაახლოებით 73 600 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის განახლებასა და ისტორიული ინდუსტრიული სივრცის მრავალფუნქციურ გარემოდ გარდაქმნას ითვალისწინებს.

    საელჩოს შეფასებით, სტეფანო ბოერის არქიტექტურული სტუდიის გამარჯვება იტალიური არქიტექტურის ხარისხისა და შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარებაა.

    ამასთან, პროექტი არქიტექტურის, დიზაინისა და ინოვაციების სფეროებში იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის.