დღის კალენდარი - 28 ოქტომბერი
წლის 301-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 64 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება ღირსი ექვთიმე ახლისა, თესალონიკელისა (889); ღირსი მოწამე ლუკიანესი — ანტიოქელ ხუცისა (312); მოწამე სარვილესი და ბებეასი (II); წმიდა საბიანესი — კატანელ ეპისკოპოსისა (760).
დაიბადნენ:
1720 – ანტონ I (ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი), საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, მეცნიერი. გარდაიცვალა 1788 წელს.
1848 – დავით სარაჯიშვილი, მეწარმე, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, ქველმოქმედი. გარდაიცვალა 1911 წელს.
1880 – გრიგოლ რობაქიძე, გამოჩენილი მწერალი. გარდაიცვალა 1962 წელს.
1904 – გერცელ ბააზოვი, მწერალი. გარდაიცვალა 1938 წელს.
1914 – ჯონას სოლქი, ამერიკელი ექიმი, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი.
1923 – მარჩელო მასტროიანი, იტალიელი კინომსახიობი.
1947 - ნაირა გელაშვილი, ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი.
1967 – ჯულია რობერთსი, ამერიკელი კინომსახიობი.
გარდაიცვალნენ:
1899 – ოტმარ მერჰენტალერი, გერმანული წარმოშობის ამერიკელი გამომგონებელი, ჩამოსასხმელი ტიპოგრაფიული მანქანის — ლინოტიპის შემქმნელი.
2023 - თენგიზ არჩვაძე, ქართველი მსახიობი (დ. 1932).
მოვლენები:
1492 წელი – ქრისტეფორ კოლუმბის ექსპედიციამ კუნძული კუბა აღმოაჩინა.
1636 წელი – დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
1919 წელი – აშშ კონგრესმა მიიღო „მშრალი კანონი“.
1943 წელი – სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს ყალმუხები (140.000), თათრები (200.000), ჩეჩნები (400.000), ინგუშები (100.000), ყარაჩაელები (80.000), ბალყარები (40.000).
1965 წელი – რომის პაპმა პავლე VI-მ ებრაელებს მოუხსნა კოლექტიური ბრალდება ქრისტეს ჯვარცმისათვის.
1990 წელი – საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები. გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“.
1995 წელი – ხანძარი ბაქოს მეტროში, დაიღუპა 286 კაცი.
2001 წელი – გაიხსნა მეათე საერთაშორისო კონფერენცია შიდსთან ბრძოლის საკითხებზე.
ღირსსახსოვარი დღეები:
ჩეხეთი — დამოუკიდებლობის დღე.
საბერძნეთი — ეროვნული დღესასწაული.