საზოგადოება
    2026-10-29 | 08:22

    ანონსი - 29 ოქტომბერი

    ანონსი - 29 ოქტომბერი

    09:30 საათზე, Hilton Garden Inn-ში, გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“.

    თემა: AI სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში; AI სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში; AI კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.

    მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 64 ა.

    საკონტაქტო პირები: სოფო ოხანაშვილი: 577171739; ნათია კანკია: 591119179; ნათია ბაქრაძე: 577150801

    10:30 საათზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ოჯახი კლინიკა „ვივამედთან“ ბრიფინგს გამართავს.

    29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

    მის: შიო ჩიტაძის ქ. №11.

    საკონტაქტო: ანი ხონელიძე - 557 212 313.

    12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

    13:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

    თემა: „დიფსტეიტი“ და ევრობიუროკრატია ამჯერად ევროპულ ქალაქებს დაესხნენ თავს".

    მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1. სადარბაზო 2. სართული 4

    საკონტაქტო: 579 95 76 65