საზოგადოება
    2026-10-30 | 10:31

    დღის კალენდარი - 30 ოქტომბერი

    დღის კალენდარი - 30 ოქტომბერი

    წლის 304-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 62 დღე.

    საეკლესიო კალენდარი

    წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოსებ კათალიკოსისა, სასწაულთმოქმედისა (1770); წინასწარმეტყველისა ოსესი (820 წ. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ანდრია კრიტელისა (767); მოწამეთა უვერცხლოთა თანაძმათა: კოზმა და დამიანე არაბიელთა და მოყვასთა მათთა მოწამეთა: ლეონტისა, ანთიმოზისა და ევტროპისა (287 ან 330); მართლისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა, კიტიელი ეპისკოპოსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 898).

    დაიბადნენ:

    1735 – ჯონ ადამსი, აშშ-ს პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1826წელს.

    1741 – ანჟელიკა კაუფმანი, გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი, გარდაიცვალა 1807წელს.

    1751 – რიჩარდ ბრინსლი შერიდანი, ინგლისელი დრამატურგი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1816 წელს.

    1821 – ფიოდორ დოსტოევსკი, დიდი რუსი მწერალი, გარდაიცვალა 1881 წელს.

    1839 – ალფრედ სისლეი, ფრანგი იმპრესიონისტი, გარდაიცვალა 1899 წელს.

    1871 – პოლ ვალერი, ფრანგი პოეტი, გარდაიცვალა 1945 წელს.

    1872 – გიორგი თუმანიშვილი, მეცნიერი-ინჟინერი, გარდაიცვალა 1937 წელს.

    1930 – ოთარ ლორთქიფანიძე, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 2002 წელს.

    1943 – გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, კინორეჟისორი.

    გარდაიცვალნენ:

    1911 – ნიკოლოზ ცხვედაძე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი, დაიბადა 1845 წელს.

    1824 – ჩარლზ რობერტ მეტიურინი, ინგლისელი მწერალი, დაიბადა 1782 წელს.

    1910 – ანრი დუნანი, შვეიცარიელი ფილანტროპი, „წითელი ჯვრის“ დამაარსებელი, დაიბადა 1828 წელს.

    1953 – იმრე კალმანი, უნგრელი კომპოზიტორი, დაიბადა 1882 წელს.

    მოვლენები:

    1270 წელი — დაიწყო უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა.

    1888 წელი — ჯონ ლუადმა ბურთულიანი კალმისტარი დააპატენტა.

    1918 წელი – დაიდო მუდროსის ზავი დიდ ბრიტანეთსა და ოსმალეთს შორის. ზავი ითვალისწინებდა ოსმალეთის ჯარების გაყვანას ამიერკავკასიიდან, ირანიდან და არაბული ოლქებიდან.

    1918 წელი — ჩეხოსლოვაკია დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

    1918 წელი — მოსკოვში აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა.

    1952 წელი — ინგლისმა პირველი ატომური ბომბი გამოსცადა.

    1968 წელი — ლარს ორსაჰენს და ლუის ალვარესს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ.