დღის კალენდარი - 5 ნოემბერი
წლის 309-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 56 დღე.
საეკლესიო კალენდარი
მოციქულისა იაკობისა, ხორციელად ძმისა უფლისა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისა (დაახლ. 63); ეგნატე I-ისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (877-878).
მოციქული იაკობი, ხორციელად ძმა უფლისა, იყო ძე მართალი იოსებ დამწინდველისა. სიყრმის წლებიდანვე იგი ღმერთისადმი განსაკუთრებულად მიძღვნილი ადამიანი იყო. როცა მაცხოვარმა ღვთის სასუფევლის ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა ქრისტე და მისი ერთგული მოციქული შეიქნა. წმინდანი იერუსალიმის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად დადგინდა. თავისი ეპისკოპოსად ყოფნის 30 წლის მანძილზე წმიდა მოციქულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მისი ამგვარი მოღვაწეობით უკმაყოფილო ფარისევლებმა წმიდა იაკობის მოკვლა განიზრახეს. წმინდანი მოწამებრივად აღესრულა დაახლოებით 63 წელს.
მღვდელმთავარი ეგნატე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა წარმოშობით სამეფო გვარიდან იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ პირველი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს, 15 წლის ყრმა ერთ-ერთ მონასტერში დაამწყვდიეს. იმ სავანეში გატარებულმა წლებმა განამტკიცეს ჭაბუკი ეგნატე სარწმუნოებასა და ღვთისმოშიშებაში. შემდეგ იგი სავანის იღუმენად დაადგინეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქადაც აირჩიეს.
წმიდა ეგნატე აღესრულა დაახლოებით 877-878 წლებში.
დაიბადნენ:
1549 – ფილიპ დიუ პლესი, ფრანგი მწერალი, გარდაიცვალა 1623 წელს.
1735 – იოჰან კრისტიან ბახი, გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი, გარდაიცვალა 1782 წელს.
1827 – ნიკოლაი სევერცოვი, რუსი ზოოლოგი, ზოოგეოგრაფი და მოგზაური, გარდაიცვალა 1885 წელს.
1878 – კუზმა პეტროვ-ვოდკინი, რუსი მხატვარი, გარდაიცვალა 1939 წელს.
1888 – ალექსანდრე ჯანელიძე, ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1975 წელს.
1904 – სვიატოსლავ რერიხი, რუსი მხატვარი, გარდაიცვალა 1993 წელს.
1908 – სერაპიონ ფაღავა, ქართველი მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1976 წელს.
1913 – ვივიენ ლი, ინგლისელი მსახიობი, გარდაიცვალა 1967 წელს.
1947 – მანანა დოიჯაშვილი, პიანისტი, პროფესორი.
გარდაიცვალნენ:
1803 – შოდერლო დე ლაკლო, ფრანგი მწერალი, დაიბადა 1741 წელს.
1887 – დიმიტრი ყიფიანი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.
1914 – ავგუსტ ვაისმანი, გერმანელი ზოოლოგი, დაიბადა 1834 წელს.
1947 – სიმონ ჯანაშია, ისტორიკოსი, აკადემიკოსი, დაიბადა 1900 წელს.
1955 – მორის უტრილო, ფრანგი მხატვარი, დაიბადა 1883 წელს.
1968 – ფრანც დელგერი, გერმანელი ბიზანტინოლოგი, დაიბადა 1891 წელს.
1969 – პეტრე ბუაჩიძე, დერმატოლოგ-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დაიბადა 1893 წელს.
1989 – ვლადიმირ ჰოროვიცი, ამერიკელი პიანისტი, დაიბადა 1904 წელს.
მოვლენები:
1492 წელი – ქრისტეფორ კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძულები კუბა და ჰაიტი.
1794 წელი – ალექსანდრ სუვოროვმა პოლონეთის აჯანყება ჩაახშო.
1912 წელი – ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატმა ვუდრო ვილსონმა.
1913 წელი – ლუდვიგ III ბავარიის მეფედ აკურთხეს.
1914 წელი – საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს თურქეთს.
1917 წელი – 200 წლის შემდეგ რუსეთში აღდგა საპატრიარქო.
1933 წელი – დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტი.
1933 წელი – დაარსდა საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება.
1940 წელი – ფრანკლინ დ. რუზველტი მესამედ აირჩიეს აშშ პრეზიდენტად.
1953 წელი – ნიდერლანდელ ფიზიკოსს ფრიც ცერნიკეს ნობელის პრემია მიანიჭეს.
1955 წელი – გაიხსნა ვენის ოპერის თეატრი.
1964 წელი – მარსზე გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი `მარინერ 3”.
1968 წელი – ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რიჩარდ ნიქსონმა.
1967 წელი – ამერიკამ გაუშვა კოსმოსური აპარატი Aთჩ-3 დედამიწის მთლიანი სურათების მისაღებად.
1991 წელი – კიიტი მიაძავა იაპონიის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
1995 წელი – ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ სოლანა ნატოს გენერალურ მდივნად დაინიშნა.