დღის კალენდარი - 11 ნოემბერი
წლის 315-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 50 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ხსენება ღირსისა სერაპიონ დიდისა, საკვირველთმოქმედისა, ზარზმელისა (900)*; ღირსმოწამისა ანასტასია რომაელისა (III); ღირსისა აბრაამ შეყენებულისა და ნეტარისა მარიამისა, ძმისწულისა მისისა (360); მოწამეთა: კლავდისა, ასტერისა, ნეონისა და დისა მათისა თეონილასი (285); ღირსისა ანასი (826).
დაიბადნენ:
1524 – პიერ დე რონსარი, ფრანგი პოეტი.
1729 – ლუი ანტუან დე ბუჰენვილი, პირველი ფრანგი მეზღვაური, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
1821 – ფიოდორ დოსტოევსკი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1881 წელს.
1898 – რენე კლერი, ფრანგი კინორეჟისორი, გარდაიცვალა 1962 წელს.
1899 – ალფრედ ჰიჩკოკი, ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი.
1928 – კარლოს ფუენტესი, მექსიკელი მწერალი.
1939 – ბესიკ ხარანაული, პოეტი.
1946 - გიული ალასანია, ქართველი ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე.
1975 - ვალერიან შიუკაშვილი, ქართველი პიანისტი.
1974 - ლეონარდო დიკაპრიო, ამერიკელი კინომსახიობი.
გარდაიცვალნენ:
565 – იუსტინიანე I, ბიზანტიის იმპერატორი.
1884 – ალფრედ ედმუნდ ბრემი, გერმანელი მეცნიერი, „ცხოველთა ცხოვრების“ ექვსტომეულის ავტორი.
1946 – ნიკოლაი ბურდენკო, ცნობილი რუსი ქირურგი.
1983 – არნო ბაბაჯანიანი, კომპოზიტორი.
1986 – ვიაჩესლავ მოლოტოვი, საბჭოთა ეპოქის პარტიული მოღვაწე.
1996 – ვანგა, ბულგარელი წინასწარმეტყველი ქალი.
მოვლენები:
1790 წელი – ინგლისში ჩინეთიდან პირველად ჩაიტანეს ქრიზანთემები.
1905 წელი – დაიწყო სევასტოპოლის გარნიზონის მეზღვაურთა აჯანყება ლეიტენანტ შმიდტის ხელმძღვანელობით.
1919 წელი – დიდ ბრიტანეთში პირველად შესრულდა ორწუთიანი დუმილის რიტუალი ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.
1925 წელი – ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლუი არმსტრონგმა თავისი პირველი ფირფიტა ჩაწერა.
1942 წელი – მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დაიპყრეს სამხრეთ საფრანგეთი.
1965 წელი – როდეზიის (თანამედროვე ზიმბაბვეს) პრემიერ-მინისტრმა იენ სმიტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
1975 წელი – პორტუგალიამ დამოუკიდებლობა მიანიჭა ანგოლას.
1987 წელი – ვან გოგის ნახატი „ზამბახები“ რეკორდულ ფასად — 53.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1997 წელი – საქართველოში მიიღეს კანონი „სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“.
ღირსსახსოვარი დღეები:
მეცნიერებისა და მშვიდობის საერთაშორისო კვირეული.
პოლონეთი — დამოუკიდებლობის დღე.
აშშ — ვეტერანების დღე.
ფინეთი — მამების დღე.
კანადა — მიცვალებულთა ხსოვნის დღე.