ომის ვეტერანთა დახმარების მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება - ლაშა ხუციშვილი
ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ომის ვეტერანთა დახმარების საკითხზე განაცხადა.
„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება. გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა დაახლოებით 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა, ვფიქრობ, ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.